სასწავლო პროექტი


ჰერბარიუმის დამზადება

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლემ შეძლოს თანაკლასელებს გაუზიაროს პროექტის სახით თავისი შთაბეჭდილება ჰერბარიუმის დამზადების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს შეუწყოს ხელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში;
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მონაცემების შეგროვება, ცოცხალი ბუნების ობიექტის შესწავლა და დახასიათება.
მოსწავლეთა ასაკი: 5–6 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: ერთი წელი.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/; 1–დღეს მოსწავლეებს ეძლევა დავალება, რომ შეაგროვონ ყვავილები, ხის ფოთლები და ზოგიერთი მცენარეები შეიძლება ფესვებითაც იყოს.
2– დღეს მოსწავლემ მოიტანა ყვავილი ია, რომელიც ნაზი ყვავილია. და აეხსნა თუ როგორ შეიძლება ჰერბარიუმის გაკეთება.
3– დღეს მოსწავლემ მოიტანა ფურისულასა და ყოჩივარდას ყვავილები ვენახის ფოთლები.
4–დღეს მოიტანეს ხორბალი ამოსული თავისი ფოთლებით და ფესვებით. რომლის შემდეგ მოსწავლეებს აეხსნათ, რომ მოპოვებული მასალისაგან უნდა დამზადდეს ჰერბარიუმი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, თხელი ფურცელი, ეტიკეტები.
 პროექტის მსვლელობა [ძირითადი აქტივობები]: მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაცნობ ჰერბარიუმის რაობასა და მისი დამზადების წესს. ჰერბარიუმი არის სათანადო წესით გამშრალი მცენარეების კოლექცია, სადაც მინიშნებულია მცენარის სახელწოდება. მოპოვების ადგილი და თარიღი. საქართველოში ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი ჰერბარიუმის ერთ–ერთი უმდიდრესი და უძველესი ბოტანიკური დოკუმენტაციური ფონდია რომელიც დაარსდა მე–19 საუკუნის 90–იან წლებში. შემდეგ ვაცნობ მოსწავლეებს, რომ მოპოვებული მასალა თავსდება ქაღალდის ფურცლებს შორის, რომელიც თავის მხვრივ თავსდება წნეხის ქვეშ. კარგად გამოშრობის მიზნით. ყოველდღიურად მასალას უცვლიან ფურცლებს. ამის შემდეგ გამხმარი და კარგად გამომშრალი მცენარეები მაგრდება მწებავი ზოლით ალბომში და უკეთდება ეტიკეტი ძირითადი წარწერები. რომლის დროსაც ბავშვები მუშაობენ ჯგუფებში და შეგროვილ მცენარეებს ათავსებენ ქაღალდის ფურცლებს შორის და მოაქცევენ სიმძიმის ქვეშ შემდეგ აუცილებელია რამდენიმე დღის განმავლობაში ქაღალდის ნესტიანი ფურცლები მშრალით რათა მცენარე კარგად გამოშრეს.
საგნებთან კავშირი: ბოტანიკა, ბიოლოგია, სახვითი ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციური თალაკვაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ciuritalakvadze12@gmail.com

No comments:

Post a Comment